პსჟ-სთან მატჩის წინ ბაიერნს მცველი გამოაკლდა
4 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ბაიერნს უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ორივე მატჩში პსჟ-ს პირისპირ რაფაელ გერეირო ვერ დაეხმარა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელი ტრავმის გამო პსჟ-სთან დუელის ორივე შეხვედრას გამოტოვებს.
პორტუგალიელმა მარცხენა მცველმა გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის მატჩში მაინცთან მოედანი 57-ე წუთზე ტრავმის გამო დატოვა. შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ის ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან ვერ ითამაშებს.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ბაიერნთან საწყის მატჩს 28 აპრილს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.