იქნება თუ არა მომავალი მუნდიალი რონალდუსთვის ბოლო? - კრიშტიანუს პასუხი
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, კრიშტიანუ რონალდუს თქმით, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი მისთვის ბოლო იქნება:
,,მომავალ მუნდიალზე 41 წლის ვიქნები და ეს ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება.
როდის დავასრულებ კარიერას? ახლა სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ, როცა ვამბობ მალე, ეს მართლაც ასეა, რადგან ფეხბურთისთვის უკვე ყველაფერი გავეცი. ბოლო 25 წელია ამ თამაშში ვარ, ყველაფერი გავაკეთე. როგორც კლუბში, ასევე ეროვნულ ნაკრებში, ბევრი რეკორდი დავამყარე და ამ ყველაფრით ძალიან ვამაყობ.'' - კრიშტიანუ რონალდუ
რონალდოს ანგარიშზე პორტუგალიის ნაკრებში ჩატარებულ 225 შეხვედრაში 143 გოლია. 40 წლის სუპერვარსკვლავი ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
მომავალი მუნდიალი, რომელიც 2026 წლის 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება, კრიშტიანუსთვის კარიერაში მე-6 იქნება.
🚨🚨🎙️| Cristiano Ronaldo: “The World Cup 2026 will be my LAST.” 💔 pic.twitter.com/e2Ul5in7ZR
— CentreGoals. (@centregoals) November 11, 2025