იულიან ნაგელსმანი: "სირთულეებს არ გავურბივარ, ნაკრებში სიამოვნებით დავრჩები"
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის და 1/16-ფინალურ ეტაპზე პარაგვაისთან წაგების შემდეგ, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი ამბობს, რომ დაკავებული თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.
"მე ნაკრებში მუშაობის გასაგრძელებლად მზად ვარ. თუ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას სურს, რომ დავრჩე, დავრჩები. თუ მათ საპირისპირო სურვილი აქვთ, მაშინ წავალ.
მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც გაურბის სირთულეებს. თუ ფედერაციაში ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჩემი ხილვა აღართ სურთ, მაშინ პირდაპირ უნდა მითხრან.
მე მსურს გაგრძელება. ფეხბურთში ყველაფერს სრულად ვერ აკონტროლებ. თუ ფედერაციაში სურთ, სიამოვნებით მოვამზადებ გუნდს ევროპის ჩემპიონატისა და ერთა ლიგისთვის, თუ არ უნდათ, მაშინ ესეც პირდაპირ უნდა თქვან", - ამბობს იულიან ნაგელსმანი.
38 წლის სპეციალისტი ნაკრებში 2023 წლიდან მუშაობს და ამ პერიოდში გუნდს 37 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც "ბუნდესნკარებმა" 23 მოიგო, 6 ფრედ ითამაშა და 8-ში დამარცხდა. ახალგაზრდა მწვრთნელს "დოიჩემანდშაფტთან" კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.