Belive

ინსინიე: "კვარა ბუნებით გამარჯვებულია, ის ნამდვილი ჩემპიონია..."

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ყოფილმა კაპიტანმა და ამ კლუბის ლეგენდამ - ლორენცო ინისინიემ, ყოფილი კლუბის შესახებ ცნობილ იტალიურ გამოცემა "La Gazzetta dello Sport"-თან ისაუბრა.

32 წლის იტალიელმა შემტევმა "ნაპოლის" მიმდინარე სეზონზე, კვარასა და მის გავლილ პერიოდზე ისაუბრა.

"ამას ყოველ წელს ვაკეთებ, ნაპოლის ბაზაზე ყოველ წელს მოვდივარ და ყოფილ თანაგუნდელებს ვნახულობ ხოლმე. მე ვრჩები "ნაპოლის" პირველ გულშემატკივრად, შემდეგ წელს კიდევ ერთი მიზეზი მექნება იმისა, რომ ბაზაზე ჩავიდე და გუნდი მოვინახულო, რადგან კლუბში მაცარი დაბრუნდა, მასთან დიდებული პერიოდი მაქვს გატარებული. ის არის ადამიანი, რომლის ხელშიც ჩემი დებიუტი შედგა. მინდა მას პირადად წარმატებები ვუსურვო. მაცარი კარგი ადამიანია, მან დაიმსახურა ეს მეორე შანსი. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან კარგად აათამაშებს კლუბს და დააბრუნებს ნაპოლის იქ, სადაც ეს ყოფნასაც ეს დიდებული კლუბი იმსახურებს.

წლევანდელი სეზონი კლუბმა კარგად ვერ დაიწყო, თუმცა ნელ-ნელა სიტუაცია ლაგდება. "ატალანტასთან" რიგ მომენტებში კლუბმა ძალიან მაგრად ითამაშა, იდეალური თამაში არ იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება..." -

ლორენცო ინსინიემ ქართველი შემტევის - ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"ჩემი ოცნება იყო, რომ კაპიტნობის პერიოდში სკუდეტო მომეგო. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ვერ შევძელი, თუმცა მთავარია, რომ ბიჭებმა ნანატრი ტიტული მოუტანეს ამ დიდებულ ქალაქს.

ჩემპიონობა ყველას დამსახურებაა, თუმცა განსაკუთრებული კვარა იყო. მას პირადად ახლოს არ ვიცნობ, თუმცა სოციალურ ქსელში ხშირად ვეკონტაქტები და ვუწერ, რომ ის სუპერგმირია.

კვარა ბუნებით გამარჯვებული და ჩემპიონი ბიჭია. ის ძალიან, ძალიან ძლიერია..." - ლორენცო ინსინიე

შეგახსენებთ, რომ ლორენცო ინსინიე "ნაპოლის" ყველა დროის საუკეთესო მობმარდირებში მეორე პოზიციას 122 გატანილი გოლით იკავებს. მას მარეკ ჰამშიკის შემდეგ, ყველაზე მეტი, 434 მატჩი აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები