ბავშვობის ნოსტალგია - ანხელ დი მარია მშობლიურ კლუბში დაბრუნდა
არგენტინის ეროვნული ნაკრების 37 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა - ანხელ დი მარიამ, მის მშობლიურ კლუბ როსარიო ცენტრალში დაბრუნდა.
მან მშობლიურ კლუბთან 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 2026 წლის 18 ივნისამდე სწორედ არგენტინულ კლუბში ითამაშებს, რის შემდეგაც სავარაუდოდ იგი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.
მისი დაბრუნება როსარიო ცენტრალმა ამაღელვებელი და ბრწყინვალე ვიდეოთი გვამცნო.
Nuestra historia juntos tiene más páginas por escribir 💙💛 pic.twitter.com/JhakDVuR4M
— Rosario Central (@RosarioCentral) May 29, 2025
ევროპაში ანხელ დი მარიას ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერა დასრულდა, ახლა სამშობლოში ბავშვობის გახსენების დრო მოვიდა - 2005/2006 წლების სეზონში, სწორედ როსარიო ცენტრალში დაიწყო ბრწყინვალე არგენტინელის კარიერა, რომელიც შემდეგ ბენფიკაში გაგრძელდა, ამის შემდეგ იყო მადრიდის რეალი, მანჩესტერი, პსჟ, კვლავ ბენფიკა და ახლა უკვე კვლავ მშობლიური როსარიო.
აქვე შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარიამ სანაკრებო კარიერა 2024 წელს დაასრულა, სადაც 145 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.