ინფექციის რისკის გამო დორტმუნდის ფეხბურთელებმა ბაქოში არ იბანავეს
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში აზერბაიჯანულმა საბაჰმა ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. თუმცა, მატჩის დასრულების შემდეგ ყურადღება მოედანზე მომხდარი მოვლენების გარდა უჩვეულო ინციდენტმაც მიიპყრო.
'BILD'-ის ინფორმაციით, საფინალო სასტვენის შემდეგ დორტმუნდის ფეხბურთელები გასახდელის საშხაპეებში საერთოდ არ შესულან და ოფლიანები პირდაპირ გუნდის ავტობუსში ჩასხდნენ.
როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება მოთამაშეებმა კლუბის ხელმძღვანელობისა და სამედიცინო პერსონალის მკაცრი მითითების საფუძველზე მიიღეს. გერმანულ გრანდში შიშობდნენ, რომ სტადიონის მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო საშხაპეებში ლეგიონელას ბაქტერიის გავრცელების მაღალი რისკი არსებობდა.
ნებისმიერი შესაძლო ჯანმრთელობის რისკის თავიდან ასაცილებლად, ბორუსია ფეხბურთელებმა შხაპი მხოლოდ სასტუმროში დაბრუნების შემდეგ მიიღეს.
განვლილი 3 ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდი მე-13 პოზიციაზე 6 ქულით იმყოფება, საბაჰი კი 3 ქულით 25-ე პოზიციას იკავებს.