ვინისიუსის კრიზისი გრძელდება | მოურინიომ ბრაზილიელზე ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის გუშინდელ შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს მადრიდის რეალი და ლაიფციგი დაუპირისპირდნენ, ვინისიუს ჟუნიორი კვლავ ინერტული იყო. ბრაზილიელი თავდამსხმელი შეტევაში ნაკლებად აქტიურობდა და რეალის ოთხივე გოლი, მისი მონაწილეობის გარეშე გავიდა.
სტატისტიკური კომპანია Opta-ს მონაცემებით, ვინისიუსმა ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულა ისე, რომ დრიბლინგის მცდელობა არ ჰქონია. მის კარიერაში მსგავსი რამ პირველად მოხდა. ეს ფაქტი მით უფრო გასაკვირია იმ ფონზე, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად უყვარს ბრაზილიელს ერთ-ერთზე მეტოქის მოტყუება.
შეხვედრის 69-ე წუთზე, ჟოზე მოურინიომ, ვინისიუსი იან დიომანდეთი შეცვალა. სულ რაღაც ოც წუთში კი, კოტ დ'ივუარელმა ფეხბურთელმა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, ულამაზესი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. რეალმა მეტოქე დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა. მატჩის შემდგომ ინტერვიუში, ჟოზე მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა და განმარტა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი პირადი უკმაყოფილების გამო არ შეუცვლია.
ჩვენ ძლიერი სათადარიგოთა სკამი გვყავს და დიომანდესა და ენდრიკისგან, ახალი ენერგია გვჭირდებოდა. თუ ვინისიუსი იმედგაცრუებულია, ეს მისი პირადი საქმეა. საბოლოოდ, მისი თამაშით კამყოფილი ვარ, თუმცა მისგან მოლოდინი ყოველთვის მაღალია, რადგან ყველას მიაჩნია, რომ მას მატჩის ბედზე გავლენის მოხდენა შეუძლია. - ჟოზე მოურინიო
ბრაზილიელს, ჩემპიონთა ლიგაზე, მორიგი შანსი 4 ოქტომბერს მიეცემა, როდესაც "სამეფო კლუბი" ათენის აეკს დაუპირისპირდება. ბრაზილიელისთვის, ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება, რათა დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს.
🗣️ « 𝗝𝗘 𝗣𝗘𝗡𝗦𝗘 𝗤𝗨𝗘 𝗩𝗜𝗡𝗜 𝗔 𝗕𝗘𝗦𝗢𝗜𝗡 𝗗𝗨 𝗦𝗢𝗨𝗧𝗜𝗘𝗡 𝗗𝗘 𝗧𝗢𝗨𝗦 » 🙏🇧🇷
— Vibes Foot (@VibesFoot) October 22, 2026
José Mourinho justifie la sortie de Vinicius Junior sous les sifflets du Bernabéu face à Leipzig en Ligue des Champions 👇
« Je ne l'ai pas sorti parce que je n'étais pas satisfait,… pic.twitter.com/EjcjlzFraG