Belive

ტრაგედია კიმიხის ოჯახში | გერმანელი ფეხბურთელი არსენალთან არ ითამაშებს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იოზუა კიმიხი, ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ შეხვედრაში, არსენალის წინააღმდეგ არ ითამაშებს. ბაიერნმა დაადასტურა, რომ გერმანელი ფეხბურთელი, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო, დროებით გუნდიდან გაათავისუფლა.

მიუნხენურ გრანდს, მატჩის წინ, საკადრო პრობლემები კიდევ უფრო გაუმწვავდა. მაიკლ ოლისე, გასულ კვირას, ვიკინგთან შეხვედრაში გააძევეს, რის გამოც ფრანგი გარემარბი დღევანდელ მატჩს გამოტოვებს. გარდა ამისა, დღევანდელ დაპირისპირებაში ვერც ჯამალ მუსიალა ითამაშებს, რომელსაც ბარძაყის ტრავმა აწუხებს. ასევე საეჭვოა ნოიერის თამაშიც. მთავარ მწვრთნელ, ვინსენტ კომპანისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მატჩის წინა პრესკონფერენცია გამოტოვა. თუმცა მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დროს, გუნდის სათადარიგოთა სკამზე იქნება.

ბაიერნმა ფეხბურთელის არ ყოფნა დაადასტურა და X-ზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში მას მხარდაჭერა გამოუცხადა. "ოჯახის სახელით გთხოვთ, პატივი სცეთ მის პირად სივრცესა და თავი შეიკავოთ დამატებითი კითხვებისა და ამ თემაზე, ინფორმაციის გავრცელებისგან. იოზუა კიმიხსა და მის ახლობლებს გულწრფელად ვუსამძიმრებთ." - ნათქვამია "რეკორდმაისტერის" განცხადებაში.

თავად ბაიერნს, ოჯახის წევრის ვინაობა არ დაუსახელებია და საზოგადოებას კიმიხისა და მისი ოჯახის პირადი სივრცის პატივისცემისკენ მოუწოდა. მაგრამ, როგორც გერმანული გამოცემა "Bild"-ი იუწყება, იოზუა კიმიხს, მამა გარდაეცვალა.

სხვა სტატიები