კვარა, დემბელე და მარკინიოსი | პსჟ-ში ტრავმების ეპიდემიაა...
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბარსელონას უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. 59-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მიმდინარეობისას დაზიანება მიიღო და მისი შეცვლა გახდა საჭირო, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ტრავმა საკმაოდ მძიმეა.
როგორც გაირკვა, ხვიჩა კვარაცხელია თითქმის მთელ სეზონს გამოტოვებს და ჯვარედინი იოგების გაწყვეტის გამო მას ოპერაცია ჩაუტარდება.
პარი სენ-ჟერმენისა და ბარსელონას მატჩის მიმდინარეობისას პარიზულმა გუნდმა 3 იძულებითი ცვლილება გააკეთა, ხვიჩა კვარაცხელიას ცვლილების გარდა მათ ასევე მარკინიოსის და დემბელეს შეცვლაც მოუწიათ.
მარცხენა ბარძაყის ტრავმის გამო, უსმან დემბელე სარეაბილიტაციო კურსს გაივლის და მკურნალობას მომდევნო კვირების განმავლობაში განაგრძობს - იგი მინიმუმ 3 კვირას და მაქსიმუმ თვენახევარს გამოტოვებს.
რაც შეეხება მარკინიოსს, მარჯვენა ბარძაყის ტრავმის გამო, მარკინიოსი სარეაბილიტაციო კურსს გაივლის და მკურნალობას მომდევნო კვირების განმავლობაში განაგრძობს - დემბელეს მსგავსად, კაპიტანიც მინიმუმ 3 კვირას და მაქსიმუმ თვენახევარს გამოტოვებს.
🚨 D’une rupture du ligament croisé antérieur du genou droit lors du match d’hier face au FC Barcelone, Khvicha Kvaratskhelia subira une intervention chirurgicale dans les prochains jours. pic.twitter.com/AYyssahWpZ
— ParisSG INFOS (@Paris_sginfos) October 21, 2026
სამწუხაროდ ყველაზე მძიმე ტრავმა კვარასი აღმოჩნდა, რომელსაც თითქმის მთელი სეზონის გამოტოვება მოუწევს...
ამ დროისთვის პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფაზას 3 ტურის შემდეგ 9 ქულით ლივერპულთან ერთად ლიდერობს.