Belive

"იმედია იამალი ბრძოლაში ამყვება" - ვინისიუსი კვლავ რასიზმზე აპელირებს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალმა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ვინისიუს ჟუნიორმა ისაუბრეს.

ვინისიუსმა ბაიერნთან გასამართი მატჩის პარალელურად, სენსიტიურ თემაზე სასაუბროდაც გამონახა დრო და იმედი გამოთქვა, რომ ლამინე იამალიც აქტიურად ჩაერთვება რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რასიზმი კომპლექსური პრობლემაა და მას ხშირად ვაწყდებით. იმედი მაქვს, რომ ლამინეც გააგრძელებს აქტიურ ბრძოლას. ჩვენ გვაქვს ფული მაგრამ საბრალო შავკანიანი ადამიანები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, ჩვენთან შედარებით გაცილებით უფრო დიდ სირთულეებს აწყდებიან.

არ ვამბობ, რომ ესპანეთი, გერმანია და პორტუგალია რასისტული ქვეყნებია, მაგრამ რასიზმი ყველა ქვეყანაში არსებობს. თუ ერთად ვიბრძოლებთ, ვიმედოვნებ, რომ სხვა მოთამაშეები და ადამიანები ნაკლებად დაიტანჯებიან. - ვინისიუს ჟუნიორი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე მადრიდის რეალი ბაიერნს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 7 აპრილს, 23:00 საათზე, მადრიდში გაიმართება.

სხვა სტატიები