Belive

კლარენს ზეედორფი: "ის სულ ვითარდება - კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და 5:4 დაამარცხა.

პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მატჩში თავი დუბლით გამოიჩინა და საოცარი მატჩი ჩაატარა. ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 38-ჯერ შეეხო, კარში 2-ჯერ დაარტყა, 12-დან 6 დუელი მოიგო და 19-დან 16 ზუსტი გადაცემა გააკეთა (84%).

ლოგიკურია, რომ მის დიდებულ ასპარეზობას მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები გამოეხმაურნენ. კვარას შესახებ, ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა - კლარენს ზეედორფმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი დღეს მსოფლიოს საუკეთესოა.

"კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ის მხოლოდ და მხოლოდ წინ მიდის და ვითარდება.

არ ვიცი, დარჩება თუ არა ის მარცხენა ფლანგზე, რადგან მან უბრალოდ იცის, რა უნდა გააკეთოს ყველა სიტუაციაში. ის გუნდს გარკვეულ მომენტებში წინ წევს, ამიტომ მომწონს მისი ინტელექტი. ის დამატებითი მოთამაშეა ნახევარდაცვაში და ასევე ცდილობს განსხვავება შექმნას შეტევაში. ის სრულიად წარმოუდგენელია..." - კლარენს ზეედორფი

კვარა გახდა პირველი ფეხბურთელი პარიზული კლუბის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1 სეზონში 15 გოლში მიიღო მონაწილეობა - ხვიჩას ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით კვარა მხოლოდ ჰარი კეინსა (13) და კილიან მბაპეს (15) ჩამორჩება.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ოთხშაბათს, 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.

სხვა სტატიები