Belive

"იმედია, ეს სხვებზეც მოახდენს გავლენას" - რონალდინიო რავენასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

46 წლის ასაკში პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განახლების შემდეგ, ბრაზილიელმა ლეგენდამ, რონალდინიომ ახალი გამოწვევის შესახებ ისაუბრა.

"ამდენი წლის განმავლობაში ჩიპრიანის ოჯახთან არსებული მეგობრობის შემდეგ, როგორც იქნა, ეს შესაძლებლობაც გამოჩნდა. ასე რომ, უკიდურესად ბედნიერი ვარ და იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

ჩვენ უკვე მრავალი წელია ვმეგობრობთ, ამიტომ ეს ყველაფერი მარტივად, პირდაპირ და იოლად მოხდა. ორივეს ძალიან გვინდა, რომ რავენამ წარმატებას მიაღწიოს და საქმეები კარგად წავიდეს. ჩვენ ძალიან მსგავსი იდეები გვაქვს და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ამ საქმეს ერთად.

იმედი მაქვს, ეს გავლენა მაქსიმალურად პოზიტიური იქნება, არა? იმედია, ეს სხვებსაც მისცემს მოტივაციას, რომ გააგრძელონ გზა და მიეცეთ შანსი, აისრულონ ოცნებები, ისევე როგორც მე ავიხდინე ჩემი. ასე რომ, იმედი მაქვს, ამას დადებითი გავლენა ექნება", - ამბობს რონალდინიო.

რავენა იტალიის სერია A-ს ბინადარი გუნდი გახლავთ. ამ ნაბიჯს დიდი მარკეტინგული კომპონენტი აქვს და არსებობს შანსი, რომ ფეხბურთელი კლუბის აქციონერი გახდეს. ასე რომ, ჯერ კიდევ დაზუსტებით არ არის ცნობილი, რა სტატუსით შეუერთდება რონალდინიო რავენას და მიიღებს თუ არა მონაწილეობას სეზონის განმავლობაში გუნდის მატჩებში. ბრაზილიელს 2015 წლის 26 სექტემბრის შემდეგ, ფლუმინენსეში გამართული შეხვედრის შემდეგ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა აღარ მიუღია.

კარიერის განმავლობაში ბარსელონას, მილანის, პსჟ-ს, ბრაზილიის ნაკრების ვეტერანმა ლეგენდამ არაერთი მნიშვნელოვანი გუნდური და ინდივიდუალური ჯილდო მოიგო, მათ შორის ოქროს ბურთი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს ჩემპიონატი, კონფედერაციის თასი, კოპა ამერიკა, ლიბერტადორესის თასი, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატები.

სხვა სტატიები