38 წლის ჩიჩარიტო კარიერას განაახლებს
მექსიკის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო 38 წლის ასაკში კარიერას განაახლებს.
38 წლის ფეხბურთელის დამატება ახალი გუნდის, ატლეტიკო დალასის ისტორიაში პირველი ტრანსფერია. კლუბი გათამაშებაში 2027 წლიდან ჩაერთვება და ამერიკაში საფეხბურთო ლიგის რანგით მეორე დივიზიონში გამოვა.
ხავიერ ერნანდესის თქმით, ეს პროექტი მისთვის უბრალოდ კიდევ ერთი კლუბი არ არის.
"ეს ჩემს კარიერასა და ცხოვრებაში ახალი თავია.
მინდა ვიყო ამ ორგანიზაციის სახე და დავეხმარო ლიგას იმ ქალაქებთან კავშირის დამყარებაში, რომლებსაც შესაძლოა MLS-ის გუნდები არ ჰყავთ", - ამბობს ჩიჩარიტო.
Chicharito is BACK‼️@atleticodallas has announced Javier "Chicharito" Hernández as its first signing in club history! ✍️
— USL Championship (@USLChampionship) July 27, 2026
➡️ https://t.co/F3O55gpwRL pic.twitter.com/RLM1XD3MvN
ჩიჩარიიტოს სახელი ყველაზე მეტად ინგლისურ მანჩესტერ იუნაიტედს უკავშირდება, სადაც 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა, მოიგო პრემიერ ლიგის ორი ტიტული და 2011 წელს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძირითადი შემადგენლობიდან ითამაშა. კარიერის მანძილზე მან ასევე ითამაშა მიუნხენის ბაიერნში (გერმანია), სევილიაში (ესპანეთი), ლოს-ანჯელეს გალაქსიში (აშშ) და მშობლიურ კლუბ გვადალახარაში.
მიუხედავად იმისა, რომ 38 წლის ფეხბურთელის ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს (ვინაიდან მას ოფიციალური მატჩი 2025 წლის დეკემბრის შემდეგ არ ჩაუტარებია), მისი როლი მხოლოდ მოედნით არ შემოიფარგლება. მას ენიჭება ელჩის ფუნქციაც, რომელმაც დალასსა და მის შემოგარენში ფეხბურთის პოპულარიზაციას უნდა შეუწყოს ხელი.
USL Championship-ის 2027 წლის სეზონი მარტში დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ ფეხბურთში უმაღლეს MLS-სა და USL-ს შორის დაწინაურებისა და დაქვეითების სისტემა ჯერჯერობით არ არსებობს, USL აქტიურად მუშაობს დივიზიონის სამდონიანი პირამიდის შექმნაზე, რომელიც შესაძლოა 2028 წლიდან ამოქმედდეს.
A message from your striker. pic.twitter.com/TKEH9dufbM
— Atlético Dallas 🐍🐺 (@atleticodallas) July 27, 2026