ტრამპი: "ვისკენ ვარ ვერ გეტყვით, მაგრამ მესის მიმართ დიდი სიმპატიები მაქვს"
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ, ლიონელ მესის ფენომენალურ თამაშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინის კაპიტნის წინააღმდეგ წასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ტრამპმა Fox-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კონკრეტული გამარჯვებულის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა არ დამალა, რომ „ალბისელესტეს“ ათიანი მისი სიმპათიების ცენტრშია.
„მე ვიტყოდი, რომ მესის წინააღმდეგ ფსონის დადება რთულია. ის დიდებული მოთამაშეა. მე ვერ გეტყვით თუ ვისკენ ვარ და არ ვიჭერ რომელიმეს მხარეს, მაგრამ მესის საწინააღმდეგოდ წასვლა უბრალოდ ძნელია.
-
ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ნახევარფინალურ მატჩს, სადაც არგენტინამ ინგლისი დრამატულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ტრამპმა დეტალურად აღწერა მესის მიერ შესრულებული გადამწყვეტი პასი, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.
„მე ვუყურე იმ საგოლე გადაცემას ინგლისთან... ის კარგად იყო აყვანილი შესანიშნავი მცველის მიერ, მაგრამ მოულოდნელად მარჯვნივ გადაინაცვლა და პასი გააკეთა. ეს პასი აბსოლუტურად სრულყოფილი იყო. ეს იყო თამაშის დასასრული და ეს იყო ბრწყინვალე. ასეთი დიდებული მოთამაშეები ამას მუდმივად აკეთებენ“. - დონალდ ტრამპი
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის ნანატრი ფინალი ესპანეთსა და არგენტინას შორის დღეს, 19 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე ნიუ-ჯერსის „მეტლაიფ სტეიდიუმზე“ დაიწყება. მატჩს, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, პირადად დაესწრება დონალდ ტრამპიც, რომელიც ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად ტურნირის გამარჯვებულს საჩემპიონო თასს გადასცემს.