ილდიზი > კვარა | თურქი გულშემატკივრების გამოხმაურება საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები თურქეთთან სტუმრად 4:1 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები დაკარგა.
საქართველო 3 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და მეორეადგილოსან თურქეთს 6 ქულით ჩამორჩება, 12 ქულა აქვს ლიდერ ესპანეთს.
მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში თურქი გულშემატკივრები ძალიან ბედნიერები იყვნენ - გთავაზობთ მათ გამოხმაურებებს.
"კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ილდიზი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია"
"ვულოცავ ჩემს თურქეთს, საოცარი თამაში იყო - მადლობა მეზობელ საქართველოს, რომ თავი სასაცილოდ წარმოაჩინეს"
"დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თუ ჩვენ ერთიანები ვიქნებით, ჩვენი შეჩერება შეუძლებელია"
"ევროპის ჩემპიონატზე მოვუგეთ, თბილისში მოვუგეთ, აქ საშინელ დღეში ჩავაგდეთ - ქართველებო, მომატებული გაქვთ, თუმცა ჯერ დიდ საფეხბურთო ფორუმზე თქვენი ადგილი არ არის"
"ერთ თამაშში 6 გოლს გვიტანენ და მომდევნო 2 თამაშში ჩვენ ცხრას ვიტანთ. კარგია, მაგრამ დიდ ნაკრებებთან უკეთესად უნდა ვითამაშოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში კი ნამდვილად შეგვიძლია და ეს დღეს ნათლად გამოჩნდა"
"თურქი ვარ, მაგრამ მიყვარს ქართველები. თქვენ შესანიშნავი გუნდი გყავთ, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს მომავალი წლებისთვის. იმედი მაქვს, უეფას 2028 წლის ჩემპიონატზე გნახავთ. საქართველო ნამდვილად იმსახურებს ამას."
"მადლობა თქვას საქართველომ, რომ სტამბოლში არ ვითამაშეთ - იქ რომ გვეთამაშა, შეიძლება 10 გოლი გაგვეტანა მათთვის."
ასე და ამგვარად, თურქეთის ნაკრებმა ჩვენს ჯგუფში თითქმის გაინაღდა მეორე ადგილი და მსოფლიო პირველობაზე გასასვლელად ბრძოლას განაგრძობს.
ვილი სანიოლის გუნდი კი მომავალ მატჩს 15 ნოემბერს, თბილისში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.