გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალის ძირითად შემადგენლობაშია
4 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტური გაიმართება. სათამაშო დღე პაფოსისა და ვილიარეალის დაპირისპირებით გაიხსნება. ესპანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იქნება გიორგი მიქაუტაძეც და კვიპროსულ კლუბს პირველივე წუთებიდან შეუტევს. შეხვედრა 21:45 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ვილიარეალი ლიგის ფაზაზე 32-ე ადგილზე იმყოფება, პაფოსი კი 28-ე პოზიციაზეა.
🟡 𝐎𝐍𝐂𝐄 𝐈𝐍𝐈𝐂𝐈𝐀𝐋 🟡#UCL pic.twitter.com/55s4PIgocp
— Villarreal CF (@VillarrealCF) November 5, 2025