Belive

იამალმა მორიგი რეკორდი დაამყარა - მან კილიან მბაპეს რეკორდი დაამხო

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ბარსელონამ "კამპ ნოუზე" აინტრახტს უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა (2:1).

მატჩი კატალონიელთა მხრიდან ორივე გოლი ჟიულ კუნდემ გაიტანა, რომელსაც მეორე საგოლე გადაცემა ლამინე იამალმა გაუკეთა, რომელიც ისტორიული აღმოჩნდა.

კერძოდ, ლამინე იამალი 18 წლისა და 148 დღის ასაკში, გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 14 გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო (7 გოლი, 7 ასისტი).

წინა რეკორდი კილიან მბაპეს ეკუთვნოდა, რომელსაც 2017 წელს 13 საგოლე მოქმედება ჰქონდა შესრულებული.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რითაც მე-14 პოზიციაზე გადაინაცვლა. კატალონიურ კლუბს 6 ტურის შემდეგ 10 ქულა დაუგროვდა.

ბარსელონა შემდეგ ჩემპიონთალიგურ მატჩს პრაღაში, სლავიას წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 21 იანვარს გაიმართება.

სხვა სტატიები