Belive

ოფიციალურად | ენდრიუ რობერტსონი ტოტენჰემის ფეხბურთელია

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, 32 წლის ენდრიუ რობერტსონი ტოტენჰემის ფეხბურთელია. 'დეზებმა' რობერტსონი ლივერპულიდან, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს.

ასე და ამგვარად, რობერტსონის 9 წლიანი 'მერსისაიდული' კარიერა დასრულებულია, თუმცა შოტლანდიელი პრემიერ ლიგაში რჩება და ამჯერად ჩრდილო ლონდონურ გუნდს გააძლიერებს.

რობერტსონმა საფეხბურთო კარიერა სამშობლოში, კერძოდ კი დანდიში დაიწყო, შემდეგ კი 2014-2017 წლებში ჰალ სიტიში თამაშობდა, სადაც ზუსტად 100 მატჩი ჩაატარა.

ამის შემდეგ დაიწყო მისი კარიერული აღმავლობა და 2017 წელს ლივერპულში ჩაირიცხა, სადაც 9 სეზონი გაატარა და ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშა. მან ჯამში 'მერსისაიდულ' კლუბში 378 მატჩი ჩაატარა, სადაც 14 გოლის გატანა და 69 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

32 წლის შოტლანდიელმა მარცხენა მცველმა 9 წლიან ლივერპულულ კარიერაში 2-ჯერ პრემიერ ლიგა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერ თასი, 2-ჯერ ინგლისის ლიგის თასი და უეფას სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები