Belive

ახალი კონტრაქტი და დიდი მიზნები | პსჟ ლუის ენრიკეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

7 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

პსჟ-ს მფლობელმა ნასერ ალ ხელაიფიმ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 56 წლის ესპანელ მწვრთნელს - ლუის ენრიკეს, ახალი კონტრაქტი შესთავაზონ და იგი კლუბში კიდევ მრავალი წლით დარჩეს, რადგან მისი პროფესიონალიზმი ამოუწურავია და კლუბთან ერთად კიდევ უფრო დიდი მიზნები აქვს (მინიმუმ კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგის მოგება).

ახალი კონტრაქტი ლუის ენრიკეს პსჟ-ში 2030 წლამდე დარჩენას გულისხმობს - ასევე ცნობილი ხდება, რომ კლუბის პრეზიდენტმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება ენრიკესთან ზაფხულის ტრანსფერებთან დაკავშირებით.

ლუის ენრიკე პარიზულ გრანდში 2023 წლიდან მუშაობს და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალი კონტრაქტის გათვალისწინებით, 56 წლის ესპანელი ლეგენდა პსჟ-ში 2030 წლამდე დარჩება.

ლუის ენრიკემ პარიზულ გრანდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ზედიზედ 3-ჯერ, საფრანგეთის თასი 2-ჯერ, საფრანგეთის სუპერ თასი 3-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ და უეფას სუპერ თასი ერთხელ მოიგო. ასევე იგი გასულ სეზონში წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა და კლუბთან ერთად ფიფას საკონტინენტთაშორისო თასიც მოიგო.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ კარიერაში მესამედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, 2-ჯერ პსჟ-ში ხოლო ერთხელ ბარსელონაში.

სხვა სტატიები