პლეი-ოფებამდე გამოირიცხა | რაფინიას ტრავმის სიმძიმე ცნობილია
ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრებსა და სამწვრთნელო შტაბს ანერვიულების მიზეზი ნამდვილად აქვთ. ჰაიტისთან გამართულ მატჩში, სადაც „სელესაოს“ შემტევი დაშავდა და მოედნიდან ნაადრევად შეცვალეს, რაფინიამ ბარძაყის პირველი ხარისხის დაზიანება მიიღო.
პირველადმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტრავმა ძალიან სერიოზული არ არის, თუმცა მისი მოედანზე დაბრუნება მაინც დროში გაიწელება. ბრაზილიელი ფორვარდი ვარჯიშის განახლებას 10-დან 15 დღემდე ვადაში შეძლებს. ვინაიდან ეს ძველი პრობლემაა, ექიმები მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენენ და მის ნაადრევ დაბრუნებას გამორიცხავენ.
🚨🇧🇷 Raphinha não tem lesão grave, mas só deve voltar nas quartas de final da Copa, caso o Brasil se classifique.
— Planeta do Futebol 🌎 (@futebol_info) June 21, 2026
Com lesão de grau 1 na coxa, o atacante tem retorno previsto aos treinos entre 10 e 15 dias.
Como o problema é reincidente, há uma cautela maior. Por isso, o camisa… pic.twitter.com/aSbUH4LDtJ
ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაფინია შოტლანდიასთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს გამოტოვებს. მართალია, არსებობს შანსი, რომ მან მერვედფინალისთვის მოასწროს მწყობრში ჩადგომა, მაგრამ რეალური პროგნოზით, რაფინია გუნდს მხოლოდ მეოთხედფინალიდან (9-11 ივლისის შუალედში) დაუბრუნდება.
რაფინიამ ჰაიტისთან ტრავმა მატჩი მე-40 წუთზე მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე რაიანი შემოვიდა.
ბრაზილიის ნაკრები შემდეგ მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ, 25 ივნისს გამართავს.