Belive

იამალი მოედნიდან გააქრო | ნუნო მენდეში ფინალის საუკეთესოდ დასახელდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის ფინალის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა. პორტუგალიელებმა ესპანეთის ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში (5:3) დაამარცხეს და ერთა ლიგის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვეს.

საოცარი მატჩი ჰქონდა პორტუგალიელ მარცხენა მცველ - ნუნო მენდეშს, რომელმაც ფინალში გოლის გატანა შეძლო და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს, ლამინე იამალს საოცრად ეთამაშა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მან 17 წლის ფეხბურთელი ძალიან დაჩაგრა - ამ აზრს ის სტატისტიკაც ამყარებს, რომ იამალმა პორტუგალიასთან მატჩის მიმდინარეობისას, სათამაშო პოზიცია 22-ჯერ დაკარგა.

ფინალის დასრულების შემდეგ, UEFA-მ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ნუნო მენდეში დაასახელა.

ასე და ამგვარად, ნუნო მენდეშს საოცარი სეზონი გამოსდის. მან საკლუბო სეზონში პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის თასი და ჩემპიონატი მოიგო, მისი ტრიუმფი კი ნაკრებში გაგრძელდა და ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

სხვა სტატიები