Belive

ჰუგო ბროსი: "თუ ეს ჩვენზე გავლენას არ მოახდენს, კარგ თამაშს ვაჩვენებთ"

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰუგო ბროსი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის გახსნით მატჩში ტურნირის მასპინძელ მექსიკასთან შეხვედრის წინ საუბრობს.

"გახსნით მატჩზე დიდი აუდიტორია იქნება, სამხრეთაფრიკელი გულშემატკივარი კი არც ისე ბევრი. ასე რომ, ეს მექსიკისთვის დიდი დახმარებაა.

მათ 85 000 მექსიკელი გაამხნევებს და უმღერებს. თუმცა, ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება. თუ ამას შევძლებთ, თუ 85 000 მექსიკელის ხმაური ჩვენზე დიდ გავლენას არ მოახდენს, მაშინ კარგი თამაშის ჩვენება შეგვიძლია.

მათ გასული 10 მატჩიდან თითქმის ყველა მოიგეს. ასე რომ, ისინი თავდაჯერებულები იქნებიან. ისინი საუკეთესოები არიან ჯგუფში.

ძალიან მძიმე თამაში იქნება. ჩვენი საუკეთესო დონის ჩვენება დაგვჭირდება, თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი გუნდი მზადაა ყოველი მეტრისა და ყოველი ბურთისთვის საბრძოლველად", - ამბობს ჰუგო ბროსი.

მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები ერთმანეთს 11 ივნისს, ლეგენდარულ აცტეკას სტადიონზე (მეხიკო სითი არენა) შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები