Belive

კაბო ვერდეს ნაკრების მწვრთნელი: "ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია"

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კაბო ვერდეს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბუბიშტა, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში მოხვედრისა და ტურნირის მოქმედ ჩემპიონ არგენტინასთან შეხვედრის წინ საუბრობს.

"ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია. ჩვენც და კაბო-ვერდეს მოსახლეობაც ამაყები უნდა ვიყოთ იმით, რაც ამ გუნდმა გააკეთა.

პირველ რიგში, ვამაყობთ, რომ არგენტინასთან თამაშის შესაძლებლობა გვეძლევა. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდისთვის, ფეხბურთელებისთვის და მთელი ჩვენი ხალხისთვის ეს დიდი სიხარულის მიზეზია.

თავიდანვე ვამბობდით, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსოფლიოსთვის საკუთარი ქვეყნის ჩვენება იყო. ხოლო ასეთ ეტაპზე არგენტინასთან და მესისთან თამაშის შესაძლებლობა, უშუალოდ მატჩის შედეგის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნისთვის უკვე ბრწყინვალე მიღწევაა.

რა თქმა უნდა, წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ასევე წარმოვადგენთ აფრიკასაც. ამის მიღმა, ჩვენ ვართ მთელი მსოფლიოს პატარა ქვეყნების სახე.

ეს ჩვენი მისიაა. ჩვენ ვართ მაგალითი იმისა, რომ თუ ფოკუსირებულად და მონდომებით იმუშავებ, ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევ დასახულ მიზანს", - ამბობს ბუბიშტა.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი სენსაცია კუნძულოვანი სახელმწიფოს ნაკრების წარმატება გახლავთ. აფრიკულმა გუნდმა ჯგუფის სამივე შეხვედრაში, ესპანეთის, ურუგვაისა და საუდის არაბეთის პირისპირ ფრე ითამაშა და 3 ქულით პლეიოფში გასვლა შეძლო, სადაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ არგენტინის ნაკრებს უნდა შეხვდეს.

სხვა სტატიები