ჰოლანდი: ,,კეინთან კონკურენცია ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში? არ დაგავიწყდეთ მბაპე!''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტის თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს, ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ჰარი კეინთან კონკურენციაზე ჰკითხეს:
,,არ დაგავიწყდეთ მბაპე! მასაც შესანიშნავი სტარი აქვს. ისინი საოცრად თამაშობენ, ამიტომ მეც ასე უნდა გავაგრძელო.
არასდროს მიგრძნია თავი ისე კარგად, როგორც ახლა ვარ. საუბარი მატჩებისთვის მომზადებაზეა. შესაძლოა, ფიზიკურად ფორმაში იყო, მაგრამ, მთავარია, რომ გონებრივადაც მზად იყო... სიმართლე გითხრათ, შვილთან ერთად ყოფნა კიდევ უფრო უკეთესს მხდის.'' - ერლინგ ჰოლანდი
სამივე შემტევმა სეზონი საოცრად დაიწყო - პრემიერლიგასა და ლა ლიგაში ჰოლანდისა და მბაპეს ანგარიშზე 9-9 გოლია, კეინს კი ბუნდესლიგაში უკვე 11 გოლი აქვს გატანილი.
ოქროს ბუცის მოქმედი მფლობელი კილიან მბაპეა, რომელმაც ლა ლიგის გასულ სეზონში 31 გოლი გაიტანა და 62 ქულით ევროპაში ყველას აჯობა.