ინდივიდუალური ჯილდოები და ჩემპიონი | ჯერარდის პროგნოზი მუნდიალი 2026-ზე
მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელება პიკს აღწევს. ლეგენდარულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა და ლივერპულის კერპმა, სტივენ ჯერარდმა ტურნირის დაწყებასთან ერთად საკუთარი პროგნოზები გაგვიზიარა.
ჯერარდმა დაასახელა როგორც მომავალი ჩემპიონი, ისე მთავარი ინდივიდუალური ჯილდოების ფავორიტები.
საუკეთესო ბომბარდირი: ხულიან ალვარესი
ოქროს ხელთათმანი (საუკეთესო მეკარე): ემილიანო მარტინესი
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: ლამინ იამალი
ტურნირის მთავარი სიურპრიზი (აღმოჩენა): ურუგვაი
მსოფლიო ჩემპიონი: საფრანგეთი
ოქროს ბურთი: ჰარი კეინი
🚨 𝗡𝗘𝗪: Steven Gerrard shares his 2026 World Cup predictions!
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) June 12, 2026
• Top goalscorer? — "Julian Álvarez."
• Golden Glove? — "Emiliano Martínez."
• Player of the Tournament? — "Lionel Messi."
• Young star? — "Lamine Yamal."
• Shock team? — "Uruguay."
• Winner? — "France."
•… pic.twitter.com/64W54uHGLS
საინტერესოა, რომ სტივენ ჯერარდის პროგნოზებში „სამი ლომის“ მიმართ გარკვეული სკეპტიციზმი იგრძნობა. ლეგენდარულმა ნახევარმცველმა საკუთარი სამშობლოდან მხოლოდ ჰარი კეინი გამოარჩია და ისიც არა მუნდიალის ბომბარდირად, არამედ პირდაპირ წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი „ოქროს ბურთის“ მთავარ ფავორიტად.
როგორც ჩანს, ჯერარდს მიაჩნია, რომ კეინი ინდივიდუალურად ბრწყინვალე სეზონს ჩაატარებს, თუმცა თავად ინგლისის ნაკრებისგან მსოფლიო ჩემპიონობაზე პრეტენზიის ქონის მაინც ერიდება და მთავარ ფავორიტად კვლავ საფრანგეთს ასახელებს.
გაამართლებს თუ არა სტივი ჯის საფეხბურთო ალღო და აღმოჩნდება თუ არა ეს მუნდიალი ზუსტად ისეთი, როგორსაც ლივერპულის ლეგენდა პროგნოზირებს, ამას სულ მალე, მოედანზე ვიხილავთ. მანამდე კი ფაქტი ერთია, ჯერარდის პროგნოზმა საფეხბურთო სამყაროში განხილვის მორიგი ტალღა უკვე ააგორა.