Belive

ჰარი მაგუაიერს მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება არ სურს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემამ “Skysports”-მა დაწერა, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის კლუბის კაპიტანს – ჰარი მაგუაერს £10 მილიონი ფუნტი გადაუხადოს, იმ შემთხვევაში თუ ინგლისელი მცველი კლუბს ამ ზაფხულში დატოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერიკ ტენ ჰაგს კლუბის გაძლიერება სურს და როგორც ჩანს, მის სამომავლო გეგმებში მაგუაიერი არ შედის. თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰარის კლუბის დატოვება არ სურს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ინგლისელი მცველი “წითელი ეშმაკების” რიგებში 2019 წლიდან ირიცხება, რა დროშიც მან 118 მატჩის ჩატარება შეძლო და 4-ჯერ გაიტანა გოლი.

მაგუაერმა 4-წლიან მანჩესტერულ კარიერაში კლუბთან ერთად EFL თასი და ევროპა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები