Belive

იბრაჰიმოვიჩი მილანის ხელმძღვანელის მთავარი მრჩეველი იქნება

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" ბრუნდება. თუმცა, ამჯერად შვედი კლუბს მინდვრიდან აღარ დაეხმარება. Financial Times -ის თანახმად, ზლატანი "როსონერის" ხელმძღვანელების მთავარი მრჩეველი იქნება.

ჩემი "მილანისადმი" სიყვარული ძალიან ძლიერია. ჩემი ოცნება იყო აქ კიდევ ერთხელ დავბრუნებულიყავი. ამჯერად კლუბს სხვა პოზიციიდან დავეხმარები - განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა

შეგახსენებთ, რომ შვედმა საფეხბურთო კარიერა ივნისში, 41 წლის ასაკში დაასრულა. ზლატანს კარიერის განმავლობაში არაერთ კლუბში უთამაშია, თუმცა, "პსჟ-ს" შემდეგ, "მილანში" ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. "როსონერის" მაისური შვედმა 163-ჯერ მოირგო და 93 გოლის გატანა შეძლო. "მილანში" გატარებულ პერიოდში იბრაჰიმოვიჩმა 2 სერია A და 1 იტალიის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები