Belive

ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური რეკორდი დაამყარა

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მინხენის ბაიერნისა და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, არსენალის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში უნიკალური რეკორდი დაამყარა.

Opta-ს დეტალური მონაცემების შეგროვების დაწყებიდან (2003/04 წლების სეზონიდან) დღემდე, კეინი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლიგის ერთ მატჩში გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა მიითვალა და კარიდან დარტყმა (Goal Kick) შეასრულა.

გარდა ამისა, ინგლისელმა გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 10 მატჩში შეძლო, რითაც ლევანდოვსკის შედეგი გააუმჯობესა (9-მატჩიანი სერია). ახლა 33 წლის თავდამსხმელზე წინ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც გოლი ზედიზედ 11 შეხვედრაში გაიტანა.

ბაიერნისა და არსენალის მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. კეინის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში რეკორდმაისტერის მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები