Belive

ჰარი კეინმა ბაიერნთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰარი კეინმა ბაიერნთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და მიუნხენურ კლუბში 2029 წლამდე დარჩება. როგორც ESPN-ი იტყობინებოდა, ინგლისელი ფეხბურთელი 'რეკორდმაისტერთან' ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან ახლოს იყო. დღეს კი, ეს ოფიციალურად დადასტურდა. ახალი კონტრაქტის პირობებში, კეინის წლიური ანაზღაურება 25 მილიონი ევრო იქნება. ამ პირობებში, 33 წლის ფორვარდი, ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინგლისელი ფეხბურთელი ხდება.

კეინი ბაიერნს სამი წლის წინ, ტოტენჰემიდან შეუერთდა. ამ ტრანსფერით, წლევანდელი ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებულის უტიტულო კარიერაც დასრულდა. კეინმა 2025 და 2026 წლებში ბუნდესლიგა მოიგო. გასულ სეზონში კი, გერმანიის თასსაც დაეუფლა.

გარდა ამისა, კეინს ბუნდესლიგაში 100 გოლის გასატანად, ისტორიაში ყველაზე ნაკლები, 98 მატჩის ჩატარება დასჭირდა. კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, 33 წლის ფეხბურთელმა თვითონაც გააკეთა კომენტარი.

ბაიერნში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მიყვარს ეს კლუბი, გულშემატკივრებიც და თავად ქალაქი მიუნხენიც. შესანიშნავი გუნდი გვყავს და ვინსენტ კომპანის სახით, გამორჩეული მწვრთნელი. ამ კლუბის ნაწილად ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. აქ ჩემი ოჯახიც ძალიან ბედნიერია. გუნდში დარჩენა ძალიან მინდოდა. მომავალს იმედიანად ვუყურებ და ბაიერნთან ერთად, ბევრი ტიტულის მოგება მსურს. - ჰარი კეინი

ორი დღის წინ, ბაიერნმა ატლეტიკო 2:0 დაამარცხა. ამ ეტაპზე, ბაიერნი იმ ოთხ კლუბს შორის შედის, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე წაგება არ აქვთ. დანარჩენი სამი, პარი სენ-ჟერმენი, მადრიდის რეალი და ლონდონის არსენალი არიან. ვინსენტ კომპანის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი ტურის შემდეგ, 8 ქულით, მე-13 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები