ჰაიდენჰაიმმა უნიონ ბერლინი დაამარცხა
გერმანიის ბუნდესლიგა 1-ის 33-ე ტურის შეხვედრაში "უნიონ ბერლინი" "ჰაიდენჰაიმთან" 0:3 დამარცხდა, დუბლი შეასრულა ედრიენ ბეკმა, ხოლო 1 გოლიც იან შოპნერმა გაიტანა. ბუდუ ზივზივაძე შეხვედრაში 83-ე წუთზე ჩაერთო.
"ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგის ცხრილში 29 ქულით მე-16 ადგილზე და დასარჩენი პლეი-ოფის თამაში გარანტირებული აქვს, რადგან მე-17 ადგილოსან "ჰოლშტეინ კილს" 25 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, ამიტომ უშანსოდაა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდს პლეი-ინ-ის გარეშე დარჩენაც შეუძლია, მაგრამ ყველაფერი მათზე არაა დამოკიდებული, ამ შემთხვევაში "ჰაიდენჰაიმს" აუცილებლად მოსაგები აქვს ("ვერდერთან" 17 მაისი | 17:30 სთ), ხოლო ასევე ყურადღება უნდა მიექცეს უახლოესი მეტოქეების შედეგებს, მაგალითად "ზანკტ პაულის" მომდევნო 2 მატჩს, ხოლო "ჰოფენჰაიმის" ბოლო ტურის შეხვედრას.
ბუნდესლიგის ცხრილი ამ დროისთვის ასე გამოიყურება: