ბუდუ ზივზივაძის შეფასება აინტრახტის წინააღმდეგ
გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში ჰაიდენჰაიმმა აინტრახტთან ფრედ 1:1 ითამაშა.
ბუდუ ზივზივაძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. ჰაიდენჰაიმიდან ერთადერთი გოლი ქართველმა ფორვარდმა 32-ე წუთზე გაიტანა. ბუდუმ 9 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა, ბურთს 33-ჯერ შეეხო, 3 დრიბლინგიდან 1 წარმატებული გამოდგა, 18 გადაცემიდან 14 ზუსტად შეასრულა (78%) და კარში 2-ჯერ დაარტყა.
ბუდუ ზივზივაძემ თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, ქართველი ფორვარდი კი სხვადასხვა სპორტულმა საიტებმა ასე შეაფასეს:
Sofascore - 7.6
Flashscore - 7.6
Whoscored - 7.3
ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგის ცხრილში 5 ქულით ბოლო ადგილზეა (1 მოგება, 2 ფრე, 6 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 8 ნოემბერს, ლევერკუზენის წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩში გატანილი გოლი ბუდუ ზივზივაძისთვის მიმდინარე სეზონში პირველი იყო.