"ბუდუ ზივზივაძის მდგომარეობა უმჯობესდება" - ფრანკ შმიდტი
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ჰაიდენჰაიმის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე თავის გუნდს რიგით მე-7 შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ჰაიდენჰაიმი 17 იანვარს ვოლფბურგს ესტუმრება, მატჩამდე ფრანკ შმიდტმა პრესკონფერენცია გამართა და ბუდუ ზივზივაძის მდგომარეობასაც გაუსვა ხაზი.
ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა, მუხლის ტრავმის გამო ის ჯერ კიდევ არ იქნება შემადგენლობაში. მან ცოტა ხნის წინ მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია გაიკეთა, მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ გუნდთან ერთად რამდენიმე კვირაა არ უვარჯიშია და თან ამას ისიც ემატება, რომ ცოტა ხნის წინ ავად იყო. მასთან დაკავშირებით ცოტა ხნით კიდევ მოგვიწევს ლოდინი. - ფრანკ შმიდტი - ჰაიდენჰაიმის მთავარი მწვრთნელი
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძეს ტრავმა აქვს და 22 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაუბრუნდება ქართველი შემტევი მოედანს.
ბუდუ ზივზივაძემ ყველა ტურნირის ეგიდით მიმდინარე სეზონის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა.
ჰაიდენჰაიმს, სანქტ პაულსა და მაინცს ბუნდესლიგის ცხრილში თანაბარი 12-12 ქულა აქვთ და მე-16, მე-17 და მე-18 პოზიციებს იყოფენ.
„Wir müssen eine Trendwende einleiten!“ – Die Pressekonferenz vor unserem Auswärtsspiel gegen den VfL Wolfsburg! 🎙️
— 1. FC Heidenheim 1846 e. V. (@FCH1846) January 15, 2026
PK im Video: 👉 https://t.co/SSKmiQ4dtA
PK-Bericht: 👉 https://t.co/ua3t4lp6Oo
🔴🔵 #WOBFCH pic.twitter.com/zuctpp7ryv