Belive

გვარდიოლას საქმე მძიმედაა - მანჩესტერული დერბის წინ ლაზარეთში 12 ფეხბურთელია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, საქმეში კვლავ საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება და წინ საკმაოდ საინტერესო შაბათ-კვირა გველოდება, რადგან TOP ჩემპიონატებში, ბევრი კარგი მატჩი გველის.

ერთ-ერთი ასეთი კი მანჩესტერული დერბია, რომელიც 14 სექტემბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე, 'ეტიჰადზე' გაიმართება, თუმცა ამ მატჩის წინ, მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელს - პეპ გვადიოლას, ძალიან დიდი თავსატეხი აქვს, რადგან კლუბს ტრავმის გამო 12 ფეხბურთელი გამოაკლდა.

  • რაიან შერკი

  • რაიან აინტ-ნური

  • მარკუს ბეტინელი

  • იოშკო გვარდიოლი

  • აბდუკოდირ ხუსანოვი

  • რიკო ლუისი

  • ჯონ სტოუნსი

  • ფილ ფოდენი

  • მატეო კოვაჩიჩი

  • ნიკო ო'რაილი

  • კალვინ ფილიპსი

  • სავინიო

  • ომარ მარმუში

ეს იმ ფეხბურთელების სრული ჩამონათვალია, რომლებიც ძალიან პრინციპულ დაპირისპირებაში - მანჩესტერულ დერბიში ვერ შეძლებენ თამაშს, ბრიტანულ ბედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, პეპ გვარდიოლას ძალიან დიდი თავსატეხი აქვს, რადგან მან სეზონი კვლავ უღიმღამოდ დაიწყო, მანჩესტერულ დერბიში ვერ მოგება კი მის გუნდიდან წასვლას კიდევ უფრო დააჩქარებს.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტიმ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. განვლილი 3 ტურის შემდეგ, მათ მხოლოდ 1 მოგება და 2 მარცხი აქვთ, 3 ქულით კი პრემიერ ლიგის ცხრილში მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან.

სხვა სტატიები