სკანდალი თურქულ ფეხბურთში - მსაჯების 65% ფსონების უკანონო განთავსებაში დაადანაშაულეს
თურქულ ფეხბურთში დიდი სკანდალია - თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ 571 ოფიციალური პირიდან (მსაჯიდან) 371-ს აქვს ტოტალიზატორის ანგარიშები, რომელთაგანაც 152 აქტიური მოთამაშეა, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა კი 18,227 ფსონი დადო.
ბრალდებულებიდან შვიდი მსაჯი და 15 ასისტენტი თურქეთის უმაღლესი დივიზიონიდანაა, რომელთა მხრიდანაც 1000-ზე მეტ თამაშზე დაიდო ფსონი.
The Turkish Football Federation confirm 371 of 571 officials have betting accounts, with 152 actively gambling. One official placed 18,227 bets.
— Ben Jacobs (@JacobsBen) October 27, 2025
Seven referees and 15 assistants come from Turkey's top two divisions.
And over 1,000 games have been gambled on.
The president of… pic.twitter.com/7bJQSgTGUh
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - იბრაჰიმ ეთემ ჰაჯიოსმანოღლუმ, პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს და ამ ყველაფერში ჩართული თითოეული ადამიანი უმკაცრესად დაისჯება.
"თუ გვინდა, რომ თურქული ფეხბურთი იმ ადგილას მივიყვანოთ, რასაც იმსახურებს, უნდა ჩამოვიშოროთ ნებისმიერი ჭუჭყი, რაც ჩვენს შიგნით არსებობს.
გპირდებით, რომ თითოეული მათგანი უმკაცრესად დაისჯება როგორც ჩვენი, ასევე FIFA-ს მხრიდან..." - ვკითხულობთ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ ამ პრობლემის შესახებ ჟოზე მოურინიო ჯერ კიდევ 1 წლის წინ, მაშინ საუბრობდა, როდესაც იგი ფენერბაჰჩეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.
TFF-ის წესები ითვალისწინებს ერთ წლამდე დისკვალიფიკაციას. თუმცა, FIFA-ს შეუძლია, რომ თურქ მსაჯებს სამწლიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა თითქმის 100,000 ფუნტის სახით დაუწესოს.