Belive

გვარდიოლა: ,,დე ბრუინეს ასეთი სტარტი იტალიაში საერთოდ არ მიკვირს''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ნაპოლისთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ეს ტურნირი კარგად უნდა დავიწყოთ. წინა სეზონებთან შედარებით, მეტი მატჩი გველის, მაგრამ თუ ცუდად დაიწყებ, ყველაფერი უფრო გართულდება. გასული სეზონის პირველ შეხვედრაში ინტერთან ფრედ ვითამაშეთ, იმედია, ახლა უკეთეს შედეგს მივაღწევთ. აქ ყოფნით ბედნიერები ვართ და მთავარია, რომ ხვალინდელ მატჩზე ვიყოთ კონცენტრირებულნი.

პრიორიტეტი შემდეგი თამაშია, ჩემი აქ ჩამოსვლის დღიდან ყოველთვის ასე იყო. ამ ორგანიზაციის ისტორია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ყველა მატჩს სერიოზულად ვუდგებით.

დე ბრუინე? რა თქმა უნდა, მისი დაბრუნება სასიამოვნოა. მატჩის შემდეგ მასთან შეხვედრას მოუთმენლად ველი. მისი ასეთი სტარტი იტალიაში საერთოდ არ მიკვირს, ამ დონის ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის დრო არ სჭირდებათ. კევინი უნიკალურია... - პეპ გვარდიოლა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მანჩესტერ სიტი ნაპოლის უმასპინძლებს, მატჩი ხვალ, 18 სექტემბერს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები