როდრის მადრიდის რეალში თამაში სურს
„Es Radio“-ს ჟურნალისტის, სერხიო ვალენტინის ინფორმაციით, მადრიდის რეალმა პოზიცია შეცვალა და მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კვლავ დაინტერესებულია მანჩესტერ სიტის ნახევარმცველის, როდრის, ტრანსფერით.
მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს სურს, გუნდს კიდევ ერთი ნახევარმცველი დაემატოს, რომელიც თამაშის ტემპის კონტროლს შეძლებს. სწორედ ამიტომ, მადრიდის რეალმა კვლავ გადაწყვიტა, 30 წლის ესპანელის ტრანსფერზე იმუშაოს.
წყაროს ცნობით, თავად როდრის სამეფო კლუბში გადასვლა სურს. მისი მოქმედი კონტრაქტი სიტისთან მომავალ ზაფხულს იწურება, რაც ნიშნავს, რომ ინგლისური კლუბი შესაძლოა ამ ზაფხულს დათანხმდეს მის გაყიდვას, მით უმეტეს, რომ პეპ გვარდიოლას წასვლის შემდეგ გუნდის შემადგენლობის განახლებას გეგმავს.
🚨@RadioMARCA Manchester City midfielder Rodri wants to join Real Madrid this summer after the World Cup. Madrid boss Jose Mourinho remains interested in signing the 29-year-old and could pursue a move after the tournament. However, Real Madrid currently have no intention of… pic.twitter.com/KfRST7BLUe
— Rokani Media Football (@RokaniMediaFB) July 20, 2026