Belive

ლუკაკუ კონტეს გამარჯობას აღარ ეუბნება

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც ჩანს, კონტესა და ლუკაკუს შორის ლეგენდარული პარტნიორობა ნაპოლიში დაიძაბა. პარასკევს კრემონეზესთან 4:0 გამარჯვების შემდეგ, კონტემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე 32 წლის თავდამსხმელი გააკრიტიკა იმის გამო, რომ კლუბის სავარჯიშო ცენტრში იმყოფებოდა, თუმცა მას არ შეხვედრია.

ვიცი, რომ ჩვენი ერთ-ერთი დირექტორი ესაუბრა მას, ის სავარჯიშო მოედანზე მოვიდა, ჩემი ოფისი იქვე იყო... მაგრამ კარზე არავინ დააკაკუნა - ეს ნამდვილად იმედგაცრუებაა, რადგან მოკითხვას, შეტყობინებას ან რამეს ველოდი.

ასეთ სიტუაციებში მწვრთნელი ცდილობს ყველას გაგებას, მაგრამ არავინ ცდილობს მწვრთნელის გაგებას - განაცხადა ანტონიო კონტემ

ლუკაკუს, რომელიც ფეხბურთს ბარძაყის კუნთის ხანგრძლივი ტრავმის გამო ჩამოშორდა, ბელგიაში რეაბილიტაციის გავლის ნებართვა მიეცა, თუმცა იტალიაში კლუბის დირექტორებთან შესახვედრად დაბრუნების შემდეგ, არ ჩათვალა საჭიროდ ანტონიო კონტე მოეკითხა.

ნაპოლი, ამჟამად, იტალიის სერია A-ს მეორეადგილოსანია - კონტეს გუნდი ინტერს 9 ქულით ჩამორჩება (თან ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული) და ჩემპიონობის შანსი თითქმის გადაწურულია. ნეაპოლიტანელები ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილისთვის თამაშობენ.

სხვა სტატიები