Belive

გურამ კაშია: "ბოლო სამი მატჩი შემდეგი ციკლისთვის ოპტიმიზმს გვაძლევს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა 2021 წელი ამხანაგურ შეხვედრაში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, უზბეკეთთან – 1:0 გამარჯვებით დაასრულა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ მატჩი და ზოგადად საქართველოს ნაკრების ბოლო სათამაშო ფორმა შეაფასა. "ბოლო სამი თამაში, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმ ოპტიმიზმს, რომ შემდეგი ციკლისთვის უკეთესად ვითამაშოთ. სათამაშო ხარისხი გავაუმჯობესეთ, ახალი სისტემაც ვიპოვეთ, რომელიც კომფორტულია ფეხბურთელებისთვისაც და მწვრთნელებისთვისაც. ფეხბურთელებს ყოველთვის გვიხარია და მოტივირებული ვართ ნაკრებში ჩამოსვლისას", - თქვა გურამ კაშიამ. უზბეკეთის წინაააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა მატჩის 41-ე წუთზე, დავით ვოლკოვმა, ზურიკო დავითაშვილის გადაცემის შემდეგ მოახერხა.

სხვა სტატიები