Belive

საბა საზონოვი და ზურიკო დავითაშვილი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი, საბა საზონოვი და ზურიკო დავითაშვილი მოხვდნენ.

Sofascore-ის ვერსიით, 21 წლის ცენტრალურმა მცველმა, 7.7, ხოლო 22 წლის მარჯვენაფლანგის შემტევმა 7.9 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე ნომინაცია, პირველ ტურში სიმბოლურ გუნდში ასევე საბა საზონოვი მოხვდა, რომელსაც 7.8 ქულით შეფასება ჰქონდა.

ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაში რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ისრაელს დაუპირისპირდება – მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 1 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები