გრძელვადიანი პერსპექტივისთვის | მანჩესტერ სიტი როდრის შემცვლელზე ფიქრობს
მანჩესტერ სიტი ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში, ესპანელი ნახევარმცველის, როდრის შემცვლელს ეძებს.
29 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ფორმის პიკში გახლდათ და მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში მოგებულ ტრებლს და ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონობას ოქროს ბურთის მოგება დაამატა, მაგრამ ამის შემდეგ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მოედანს ხანგრძლივად ჩამოშორდა. დაბრუნების შემდეგ, ჩვეულ სათამაშო ფორმაში შესვლა ესპანელს უჭირს, ქალაქელები კი სამომავლოდ მისი პოზიციის გაძლიერებას აპირებენ.
როგორც ევროპულ მედიაში საუბრობენ, პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი საამისოდ მიუნხენის ბაიერნის 21 წლის ნახევარმცველის, ალექსანდრ პავლოვიჩის დამატებას გეგმავს.
სერბული წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელის დასამატებლად მანჩესტერ სიტის დაახლოებით 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. სიტისთან ერთად, ბრძოლაში ტურინის იუვენტუსი და პსჟ არიან.