Belive

"ჯერ კიდევ ველოდებით ბოდიშს" - მარესკა ბრუნო ფერნანდეშის გოლზე ბოდიშს ითხოვს

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ, მანჩესტერულ დერბიში, ერლინგ ჰოლანდის გოლის თაობაზე გამოწვეულ აჟიოტაჟს უპასუხა და 2023 წელს, ბრუნო ფერნანდეშის სადავო გოლთან დაკავშირებით, ბოდიშის მოხდა მოითხოვა. მან, განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც Pro Ref-ის ხელმძღვანელმა, ჰოვარდ უებმა, საჯაროდ აღიარა, რომ სიტიმ, "ოლდ ტრაფორდზე", უსამართლოდ მოიგო.

ამ განცხადებას, მარესკას მხრიდან, მწვავე რეაქცია მოჰყვა. იტალიელმა სამი წლის წინანდელი შეხვედრა გაიხსენა, როდესაც იუნაიტედმა, მანჩესტერულ დერბიში, 2:1 გაიმარჯვა. იმ შეხვედრაში, მარკუს რაშფორდი, კაზემიროს გადაცემის შემდეგ, აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ იუნაიტედის თავმდამსხმელი ბურთს საერთოდ არ შეხებია, მისმა პოზიციამ, სიტის დაცვაზე, უშუალო გავლენა მოახდინა, რის შემდეგაც, პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, გოლი გაიტანა. იმ დროს, მარესკა, გვარდიოლას ასისტენტი იყო.

ვფიქრობ, ზოგჯერ, ყველაფერი შენ სასრგებლოდ ხდება, ზოგჯერ კი - შენ წინააღმდეგ. სამი წლინ წინ, როდესაც აქ ასისტენტად ვმუშაობდი, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ, ზუსტად იგივე მოხდა. მაშინ დერბი წავაგეთ. ფერნანდეშის გოლი, წესების სრული დაცვით არ გასულა. სიმართლე გითხრათ, ამის გამო, არავის მოუხდია ბოდიში. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ამ გოლთან დაკავშირებით ბოდიშს. - ენცო მარესკა

სხვა სტატიები