Belive

გოლი და საგოლე პასი | გიორგი მიქაუტაძის შეფასება სევილიასთან მატჩში

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში ვილიარეალმა სევილიას უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

ვილიარეალის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ქართველი ფეხბურთელის თამაში Sofascore-მა 7,3 ქულით შეაფასა. მიქაუტაძემ, რომელიც ბურთს 25-ჯერ შეეხო, კარში ერთხელ დაარტყა, 4-დან 1 დუელი მოიგო და 18-დან 16 ზუსტი გადაცემა (89%) გააკეთა.

7,6 ქულა დაიმსახურა გიორგიმ Whoscored-სგან, 7,7 კი - Flashscore-სგან.

ვილიარეალი, რომელიც 69 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს კვირას, 17 მაისს, რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები