Belive

გოჩოლეიშვილი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" მარჯვენა მცველი - გიორგი გოჩოლეიშვილი, ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა.

რამდენიმე წუთის წინ, UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო XI-ეული გამოაქვეყნა, სადაც დაცვის ხაზში, პეპესთან და ხიმენესთან ერთად, გიორგი გოჩოლეიშვილიც არის.

ეს მიღწევა დონეცკურმა გრანდმა ქართველ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში მიულოცა.

"ასე გააგრძელე გიორგი. გიორგი გოჩოლეიშვილი ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

მან "ბარსელონასთან" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ერთადერთი გოლის საგოლე გადაცემა შეასრულა." - ვკითხულობთ "შახტარის" განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, H ჯგუფში "შახტარმა" ჰამბურგში "ბარსელონა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლის საგოლე გადაცემა კი ქართველმა მცველმა შეასრულა. გარდა საგოლე გადაცემისა, ქართველმა ფეხბურთელმა განსაკუთრებული მატჩი ჩაატარა.

"ბარსელონასთან" გამარჯვებით "შახტარმა" 6 ქულა მოაგროვა და ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებს. დონეცკელებს ჩემპიონთა ლიგაზე მომავალი მატჩი "ანტვერპენის" წინააღმდეგ ელით, რომელიც 28 ნოემბერს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები