გიორგი მიქაუტაძის შეფასება ელჩეს წინააღმდეგ
ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ვილიარეალმა ელჩე 2:1 დაამარცხა. პირველი გოლი 31-ე წუთზე ტაჯონ ბუკანანიმ გაიტანა, 41-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა სანტიაგო მოურინიომ, ხოლო 83-ე წუთზე ელჩეს მხრიდან გოლი გაიტანა ანდრე სილვამ.
გიორგი მიქაუტაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 11 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გაიმარჯვა, ბურთს 31-ჯერ შეეხო, 6-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 3-ში გაიმარჯვა, 16 გადაცემიდან 13 ზუსტად შეასრულა (81%), ერთხელ კარში დაარტყა, ერთხელ დარტყმულიც დაუბლოკეს.
გიორგი მიქაუტაძის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 6.5
Flashscore - 7.1
Whoscored - 6.9
¡VICTORIA DE UN VILLARREAL QUE SIGUE MIRANDO HACIA ARRIBA! ¡TRES PUNTOS IMPORTANTÍSIMOS! 💛#VillarrealElche pic.twitter.com/xaRHTopPWe
— Villarreal CF (@VillarrealCF) March 8, 2026
ვილიარეალი ლა ლიგის ცხრილში 54 ქულით მე-4 ადგილზეა (17 მოგება, 3 ფრე, 7 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 13 მარტს ალავესის წინააღმდეგ გამართავს.
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 32 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რა დროშიც 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.