გიორგი მიქაუტაძე ტურის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა | MARCA
ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში ვილიარეალმა ალავესი 3:1 დაამარცხა.
გიორგი მიქაუტაძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრის 75-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანაც შეძლო.
ესპანურმა გამოცემა Marca-მ გიორგი მიქაუტაძე ტურის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა. სრულად გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: აარონ ესკანდელი (რეალ ოვიედო)
მცველები: ფლორიან ლეჟონი (რაიო ვალეკანო), პედრო ბიგასი (ელჩე), კარლოს რომერო (ესპანიოლი), ჯონ არამბურუ (რეალ სოსიედადი)
ნახევარმცველები: ბრაის მენდესი (რეალ სოსიედადი), ალვარო გარსია (რაიო ვალეკანო), ჰასიემ ჰასანი (რეალ ოვიედო), ჯოვანი ლო სელსო (ბეტისი)
თავდამსხმელები: ვლადისლავ ვანატი (ჟირონა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი)
🚨 Con el partido del Sánchez-Pizjuán, termina la jornada 19... y la primera vuelta de #LALIGAEASPORTS
— MARCA (@marca) January 12, 2026
Este es el XI ideal de la jornada 🧐 pic.twitter.com/sohBy6oZhf
ვილიარეალი ლა ლიგის ცხრილში 41 ქულით მე-3 ადგილზეა (13 მოგება, 2 ფრე, 3 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 18 იანვარს ბეტისის წინააღმდეგ გამართავს.
გიორგი მიქაუტაძეს ყველა ტურნირის ეგიდით ვილიარეალის რიგებში 21 მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.