'ელ კლასიკოს' თარიღი და დრო ოფიციალურად დადასტურდა
ესპანეთის ჩემპიონატში, „ელ კლასიკოს“ თარიღი და დრო დადასტურდა.
ლა ლიგამ ოფიციალურად გამოაცხადა 35-ე და 36-ე ტურების განრიგი. ეს გადამწყვეტი მატჩებია ბარსელონასთვის ჩემპიონატის მოსაგებად. კატალონიური გრანდი, „ელ კლასიკოში“ რეალ მადრიდს 10 მაისს, საღამოს 11 საათზე დაუპირისპირდება (35-ე ტური), ხოლო ოთხშაბათს, 13 მაისს, საღამოს 12-ის ნახევარზე, „მენდისოროსაზე“ ალავესს დაუპირისპირდება (36-ე ტური).
ბარსას ტიტულის მოსაპოვებლად ძალიან მყარი პოზიცია აქვს - 31 ტურის შემდეგ, კატალონიელები რეალს 9 ქულით უსწრებენ, ასე რომ, მათ შეუძლიათ ჩემპიონობა ამ ორი მატჩიდან ერთ-ერთში გამარჯვებით გაინაღდონ. ბარსელონას გულშემატკივრების ოცნებაა, რომ 'ბლაუგრანამ' ამის გაკეთება კამპ ნოუზე, ელ კლასიკოში მოახერხოს. შეგახსენებთ, რომ პირველი წრის მატჩი, რეალმა „ბერნაბეუზე“ 2:1 მოიგო.
‼️ Confirmada la fecha y hora del clásico
— Diario SPORT (@sport) April 20, 2026
📅 El Barça ya conoce las fechas en que disputará los partidos ante el Real Madrid y el Alavés
✍️ @Jordigil https://t.co/jTPRt6gL0n