გიორგი მიქაუტაძე საგოლე მოქმედებებით ევროპა ლიგის სამეულშია
ევროპა ლიგის ფინალი ახლოვდება, რომელიც 21 მაისს "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გაიმართება. ფინალამდე საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომელიც ქართველ ფორვარდს გიორგი მიქაუტაძეს ეხება, მიმდინარე ევროპა ლიგის ტურნირზე ჟორჟი გოლს+საგოლე გადაცემის მაჩვენებლით ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ამ დროისთვის 9 საგოლე მოქმედებით მე-3 ადგილს დომინიკ სოლანკესთან ერთად იყოფს.
სრულად საგოლე მოქმედებებში გამორჩეული ფეხბურთელების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
რაიან შერკი - 12 საგოლე მოქმედება (4 გოლი, 8 საგოლე გადაცემა)
ბრუნო ფერნანდეში - 11 საგოლე მოქმედება (7 გოლი, 4 საგოლე გადაცემა)
გიორგი მიქაუტაძე - 9 საგოლე მოქმედება (4 გოლი, 5 საგოლე გადაცემა)
დომინიკ სოლანკე - 9 საგოლე მოქმედება (5 გოლი, 4 საგოლე გადაცემა)
ვაცლავ ჩერნი - 8 საგოლე მოქმედება (6 გოლი, 2 საგოლე გადაცემა)
კასპერ ჰოგი - 8 საგოლე მოქმედება (7 გოლი, 1 საგოლე გადაცემა)
რასმუს ჰოილუნდი - 8 საგოლე მოქმედება (6 გოლი, 2 საგოლე გადაცემა)
ნიკო უილიამსი - 8 საგოლე მოქმედება (5 გოლი, 3 საგოლე გადაცემა)