Belive

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მეცის'' თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე WhoScored-ის ვერსიით საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-2 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

,,მარსელთან'' ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანა შეძლო და WhoScored-ისგან 7.89-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

მიქაუტაძის ანგარიშზე ლიგა 1-ის საწყის ორ ტურში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ,,მეცი'' მომავალ შეხვედრას 27 აგვისტოს, ,,კლერმონთან'' სტუმრად გამართავს.

ლიგა 1-ის მეორე ტურის სიმბოლური თერთმეტეული WhoScored-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

მეკარე - მვოგო (ლორიენი)

მცველები - სინგო, მაგასა, ზაქარია (მონაკო)

ნახევარმცველები - ალტამარი (მონპელიე), მინამინო (მონაკო), ტურამი (ნიცა), ენრიკე (მონაკო)

თავდამსხმელები - დელ კასტიიო (ბრესტი), მიქაუტაძე (მეცი), ნორდინი (მონპელიე)

 

სხვა სტატიები