Belive

გიორგი მიქაუტაძე იჯარით მეცში დაბრუნდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად გიორგი მიქაუტაძე "აიაქსიდან" 6 თვიანი იჯარით თავის ყოფილ კლუბ "მეცში" დაბრუნდა. იჯარა მოქმედებს ნახევარი სეზონი 2024 წლის 30 ივნისამდე, ხელშეკრულება მოიცავს "მეცისთვის" გამოსყიდვის უფლებას, რომელიც 10 მილიონ ევროდ არის შეფასებული, თუმცა შეიძლება ეს თანხა გაიზარდოს.

გიორგი მიქაუტაძე ნიდერლანდურ კლუბს 2023 წლის ზაფხულს "მეციდან" შეუერთდა, რომელიც ახლა იჯარით დაბრუნდა. 23 წლის ქართველი ფორვარდის კონტრაქტი "აიაქსთან" ძალაშია 2028 წლის 30 ივნისამდე.

ქართველი ფეხბურთელის დებიუტი "აიაქსის" შემადგენლობაში 2023 წლის 3 სექტემბერს შედგა "ფორტუნა სიტარდის" წინააღმდეგ. მიქაუტაძემ "აიაქსის" პირველ გუნდში ცხრა მატჩი ჩაატარა და არც გოლი, არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

სხვა სტატიები