Belive

გიორგი მიქაუტაძე აიაქსში გატარებულ დროზე: "თითქმის გავგიჟდი"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მიქაუტაძე "აიაქასში" გატარებულ პირველ თვეებს იხსენებს. მისი თქმით, ამსტერდამში მისთვის წარმატების მისაღწევად არანაირი პირობა იყო შექმნილი.

მიქაუტაძე გასულ ზაფხულს, ტექნიკური დირექტორის, სვენ მისლინტატის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იყო, მაგრამ ქართველმა შემტევმა აიაქსის შემადგენლობაში 1 გოლიც ვერ გაიტანა და "მეცში" იანვარში დაბრუნდა. საფრანგეთში 23 წლის თავდამსხმელი აჩვენებს, რომ გოლის გატანა არ დავიწყებია. ზამთრის შესვენების შემდეგ, მან ლიგა 1-ის თორმეტ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა.

ორ თვეზე მეტი გავატარე სასტუმროში. მე მარტო ვიყავი იმ ოთახში და ლამის გავგიჟდი. კლუბი დიდად არ დამეხმარა ბინის ძებნაში. მე დამოუკიდებლად ვიქირავე ბინა Airbnb-ზე, სადაც ჩემი ოჯახი ჩემთან ერთად ცხოვრობდა თვენახევრის განმავლობაში.

არავის ვიცნობდი, მათ ენაზე არ ვლაპარაკობდი: წარმატებისთვის პირობებს არავინ მიქმნიდა. რამე რომ გამოვიდეს, ყველა მოთამაშემ უნდა იგრძნოს პატივისცემა, იმედგაცრუებული ვიყავი. ახლა მეცში იჯარით ვარ და აიაქსში ისევ არაფერს ამბობენ, დამივიწყეს. - ამბობს მიქაუტაძე L'Equipe-თან ინტერვიუში

ამ დროისთვის, მეცი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 პოზიციაზეა და 1 ადგილი აშორებს ზონას, რომელიც უმაღლეს ლიგაში ადგილს შეუნარჩუნებს. მიქაუტაძეს ჩემპიონატში უკვე 9 გოლი აქვს გატანილი და რამდენიმე შეხვედრაში, საკუთარ გუნდს, ქულები მარტომ გადაურჩინა.

სხვა სტატიები